dmsk logo
სიახლეები
გასხვლითი სამუშაოები - 22.02.2019
20 თებერვალს ჩვენი კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის / SRCA ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ბაზაზე მოეწყო თესლოვანი და კურკოვანი კულტურების და ვაზის საჩვენებელი გასხვლა.
მასტერკლასს უძღვებოდნენ ზვიად ბობოქაშვილი და შალვა კენჭიაშვილი. სტუდენტებმა მიიღეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, რისთვისაც კოლეჯი უღრმეს მადლობას უხდის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს და მასპინძელ სპეციალისტებს.