dmsk logo
სიახლეები
პროგრამის არჩევა - 29.10.2025
ძვირფასო აპლიკანტებო,
მებაღეობის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
აპლიკანტებისთვის, რომელთაც უკვე გაიარეს გასაუბრება, კიდევ ერთი აუცილებელი ეტაპია არჩევანის დადასტურება. ამისთვის საჭიროა, გაიაროთ ავტორიზაცია vet. emis. ge-ზე, შეამოწმოთ თქვენი საგამოცდო ბარათი და დაადასტუროთ არჩეული პროგრამა.
არჩევანის გაკეთებისა და დადასტურებისთვის გაქვთ მხოლოდ 3 დღე: 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი.
ინფორმაციას ჩარიცხვასთან დაკავშირებით 3 ნოემბრის შემდეგ მიიღებთ.