dmsk logo
1 2 3 4 5
2025 წლის მიღებაზე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები უნდა მობრძანდეთ კოლეჯში 11 ნოემბერს 11:00 საათზე და უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. 2 ფოტოსურათი (3X4);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 74 55 02
ძვირფასო აპლიკანტებო,
მებაღეობის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
აპლიკანტებისთვის, რომელთაც უკვე გაიარეს გასაუბრება, კიდევ ერთი აუცილებელი ეტაპია არჩევანის დადასტურება. ამისთვის საჭიროა, გაიაროთ ავტორიზაცია vet. emis. ge-ზე, შეამოწმოთ თქვენი საგამოცდო ბარათი და დაადასტუროთ არჩეული პროგრამა.
არჩევანის გაკეთებისა და დადასტურებისთვის გაქვთ მხოლოდ 3 დღე: 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი.
ინფორმაციას ჩარიცხვასთან დაკავშირებით 3 ნოემბრის შემდეგ მიიღებთ.
მებაღეობის კოლეჯში იწყება მოტივაციური გასაუბრების (შიდა შერჩევის) პერიოდი მებაღეობისა და ბაღის დიზაინის პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის. მებაღეობის პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის გასაურება ჩატარდება 13 ოქტომბერს. ბაღის დიზაინერებისთვის - 15 ოქტომბერს.
აპლიკანტები რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე მიიღებენ შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება გასაუბრებაზე მოსვლის თარიღი და დრო.
აპლიკანტებს გთხოვთ, თან იქონიოთ საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა. ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გთხოვთ, გვაცნობოთ წინასწარ.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვირეკეთ 0322 74 55 02 ან მოგვწერეთ.
წარმატებას გისურვებთ !